კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მეღვინე-კონსულტანტმა საბა ქიტიაშვილმა ,,საქართველოს საუკეთესო სომელიე 2022"-ის კონკურსზე მეორე ადგილი მოიპოვა.
კონკურსი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით სამ ეტაპად გაიმართა და ფინალისთვის სამი საუკეთესო მონაწილე გამოვლინდა, გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ და სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ხეცურიანმა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს საბას აღნიშნულ მიღწევას და წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება