CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები მარიამ აბულაძე და ანა ზარიძე, ERASMUS + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი) სტომატოლოგიის პროგრესული სვლისთვის საჭირო სიახლეებს გაეცნენ.
პროგრამის საწყისი ეტაპისთვის ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის სიმულაციურ ცენტრში სტუდენტებმა სპეციალური პროგრამის დახმარებით პაციენტი უშუალოდ გამოიკვლიეს.
პროგრამის ფარგლებში, სტომატოლოგიის სფეროში გაეცნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული ლექტორების თანამედროვე სიახლეებს, მათ შორის იყვნენ იტალიის კალიარის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის წამყვანი ლექტორი ანდრეა პერა (ლექცია- გენეტიკური ძვრები და მისი კავშირი სტომატოლოგიასთან) და რომის საპიენზას უნივერსიტეტიდან ლექტორი, ექიმი პაულო ჯუნიორ ფანტოზი (ლექცია-,,პირის ღრუს მიკროფლორის როლი სისტემური დაავადებების პათოგენეზში").
სტომატოლოგიის თანამედროვე სიახლეები განიხილა ბულგარეთის პლოდვივის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორმა თეოდორა კარტევამ. (მინი კურსი -ხელოვნური ინტელექტის სტომატოლოგიაში გამოყენების შესახებ).
პროგრამის ხელმძღვანელმა ირინა დუშ ილნიჩკამ, ქართველ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება