კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მიღებას პროექტში - „მედიცინის აკადემია“.
პროექტის მიზანია აბიტურიენტები შეხვდნენ მედიცინის სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებს, გაეცნონ დარგის სიახლეებს, პროფესიის აქტუალურ მიმართულებებს და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.
პროექტი გაიმართება დისტანციურად (online), ZOOM პლატფორმის მეშვეობით.
სალექციო პერიოდი: 29 მარტი - 2 აპრილი;
ლექციების განრიგი:
მაგდა თორთლაძე - მეან-გინეკოლოგი, CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, MD, PHD, ასოცირებული პროფესორი;
თემა: „მედიცინა და ხელოვნული ინტელექტი“;
თარიღი: 29 მარტი, 19:00 სთ.
ლაშა გულბანი - ქირურგი, CIU-ს პროფესორი;
თემა: „თანამედროვე ტექნოლოგიები ქირურგიაში“;
თარიღი: 30 მარტი, 19:00 სთ.
გიორგი დუღაშვილი - მედიცინის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, ევროპის სამედიცინო განათლების (AMEE) რეზენზენტი/ექსპერტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი მედიცინის დარგში, CIU-ს პროფესორი;
თემა: „ეთიკის პრინციპები მედიცინაში“;
თარიღი: 30 მარტი, 20:00 სთ.
ბიძინა კულუმბეგოვი - ალერგოლოგი, MD, PhD, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
თემა: „პროფესია ალერგოლოგი“
თარიღი: 1 აპრილი, 19:00 სთ.
მაია ჩხაიძე - ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი, CIU-ს პროფესორი;
თემა: „პროფესია პედიატრი“
თარიღი: 2 აპრილი, 19:00 სთ.
პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/dcansmhvLKmXCFPW9
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება