თუ აბიტურიენტი ხარ და მედიცინა შენი ინტერესის სფეროა, მაშინ შემოგვიერთდი პროექტში, რომელიც სპეციალურად აბიტურიენტებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერასა და სტუდენტობისთვის მომზადებას.
კურსის მიმდინარეობისას აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ინტერაქციული ლექცია-სემინარები მედიცინის წარმატებულ პრაქტიკოს წარმომადგენლებთან, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორიდან.
აბიტურიენტებისთვის CIU აკადემია არის შესაძლებლობა გაიცნონ მათი მომავალი პროფესია.
ერთკვირიანი პროფესიული თავგადასავალი დაგეხმარებათ შეაფასოთ რამდენად სასურველია კონკრეტული სფერო, რა გამოწვევები და შედეგები ახლავს მას თან.
სპიკერები:
ლაშა გულბანი - მედიცინის დოქტორი, ქირურგი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი
თემა: „თანამდროვე ტექნოლოგიები ქირურგიაში“
თარიღი: 25 მარტი, 20:00 საათი
მაგდა თორთლაძე - მედიცინის დოქტორი, CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
თემა: "პროფესია ექიმი - შესაძლებლობები და გამოწვევები"
თარიღი: 26 მარტი, 20:00 საათი
კოკა კაჭარავა - CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის ლექტორი, PHD
თემა: „წამალი თანამედროვე მედიცინაში“
თარიღი: 27 მარტი, 20:00 საათი
ლიკა გუბელაძე - მედიცინის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი
თემა: „მიკრობიოლოგიის როლი მედიცინაში“
თარიღი: 29 მარტი, 20:00 საათი
გიორგი დუღაშვილი - მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) რეცენზენტი/ექსპერტი
თემა: „ეთიკის პრინციპები მედიცინაში“
თარიღი: 31 მარტი, 20:00 საათი
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რეგიონში მყოფ აბიტურიენტს.
ლექცია-სემინარები ჩატარდება Online, ZOOM-ის პლატფორმაზე.
გარდა თეორიული ნაწილისა, პროექტის „CIU- აკადემია აბიტურიენტებისთვის“ ფარგლებში, გაიმართება პრაქტიკული Workshop -ები, ხოლო პროექტის ბოლოს, ყველა მონაწილე მიიღებს კარიერული განვითარების პერსონალურ კონსულტაციას.
პროექტის შინაარსობრივი ნაწილი მომზადებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის მიერ, CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელების ვადები: 25-31 მარტი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: t.ly/qjjhR
აბიტურიენტებისთვის, პროექტში მონაწილეობას სრულად აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება