27 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით ქვიზ-ტური გაიმართა თემაზე: „კულინარიული სასწაული“.
თამაში სამი რაუნდისგან შედგებოდა: „რა? სად? როდის?“ ტიპის კითხვები; ასოციაციის რაუნდი; ფოტორაუნდი. სამი ტურის შემდეგ, საუკეთესო შედეგის მქონე 6 მონაწილე, ერთმანეთს „ჩამოთვალეს“ რაუნდში შეეჯიბრა, სადაც 1 წუთის მანძილზე იტალიური, ინდური და ქართული კერძები უნდა დაეწერათ.
სახალისო და დაძაბული ფინიშის შემდეგ სამეული შემდეგნაირად გამოიკვეთა: პირველი ადგილი - სოფო მახარაშვილი; მეორე ადგილი - ილია ბატიაშვილი; მესამე ადგილი - მარიამ ციცაგი.
გამარჯვებულები CIU-ს ინტელექტკლუბისგან წიგნებით, სერთიფიკატებით, სუვენირული ბუებითა და სხვა პრიზებით დასაჩუქრდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება