26 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით, „კვადროსა“ და „ბრეინ-რინგის“ ჩემპიონატები გაიმართა.
ღონისძიებებში მონაწილეობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ოცამდე გუნდი იღებდა.
თამაშებში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ბრეინ-რინგი“ - პირველი ადგილი - „იურისტები“; მეორე ადგილი - „რაგნაროკი“; მესამე ადგილი - „აკომა“ / „კვადრო“ - პირველი ადგილი - „რაგნაროკი“; მეორე ადგილი - „იურისტები“; მესამე ადგილი - „D. N Roses“.
გამარჯვებულები CIU-ს ინტელექტკლუბისგან წიგნებით, სუვენირული ბუებით, სერთიფიკატებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება