14 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით, გაიმართა ქვიზ-ვიქტორინა „აღმოაჩინე საქართველო“.
თამაში მოიცავდა სამ ეტაპს: „რა? სად? როდის?“ ტიპის კითხვები, ასოციაცია და ფოტოები.
35 შეკითხვის შემდეგ ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი ადგილი - ილია ბატიაშვილი (ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი);
მეორე ადგილი - ნანო გელანტია (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
მესამე ადგილი, თანაბარი ქულებით - ნიკა ჯოლოხავა (სამართლის ფაკულტეტი); გიორგი ხუროშვილი (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
გამარჯვებულები ინტელექტკლუბისგან, მედლებით, სერტიფიკატებით, სიგელებითა და სხვა სუვენირული პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება