კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ეგიდით მიმდინარე „რა? სად? როდის?“ სატელევიზიო მოდელირების გაზაფხულის სეზონი დასრულდა.
12 აპრილს გამართულ ფინალურ ღონისძიებაში მონაწილეობდა სპორტულ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგების მქონე 4 გუნდი: ილია ბატიაშვილის ექვსეული; გიორგი ლომუაშვილის ექვსეული; ლაშა სვინტრაძის ექვსეული; ლილე ქურასბედიანის ექვსეული.
სეზონის გამარჯვებული ანგარიშით 6-0 გახდა ილია ბატიშვილის ექვსეული, შემდეგი შემადგენლობით: ილია ბატიაშვილი, თამარ გოგოლაძე, ხატია ჟღენტი, ლუკა ქორიძე, ილია ხუციშვილი, ილია ლაბარტყავა, საუკეთესო მოაზროვნედ კი ილია ბატიაშვილი დასახელდა.
თამაშებში სტურმის სტატუსით მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი, რომელმაც გუნდებს სიმბოლური კითხვები დაუსვა.
გამარჯვებული მოაზროვნეები წიგნებით, ბუებითა და სხვა სუვენირული პრიზებით დასაჩუქრდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება