23 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბში სტუდენტებმა ძალები კროსმაისტერსა და ინტელექტუალურ დუელში მოსინჯეს.
კროსმაისტერში მეოთხედფინალური, ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრების შემდეგ გამოვლიდა საუკეთესო სამეული:
1-ლი ადგილი - ლილე ქურასბედიანი (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
2-3 ადგილი, თანაბარი ქულებით - გიორგი ლომუაშვილი (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) და ილია ბატიაშვილი (ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი).
ინტელექტუალურ დუელში კი სადაც მონაწილეები გუნდურ და ინდივიდუალურ რაუნდებში უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1-ლი ადგილი - „იურისტები“ (კაპიტანი - ლაშა სვინტრაძე);
მე-2 ადგილი - „აკომა“ (კაპიტანი - ლილე ქურასბედიანი);
მე-3 ადგილი - „სიზიფეს მითი“ (კაპიტანი - გიორგი ლომუაშვილი).
გამარჯვებულები ინტელექტკლუბისგან წიგნებით, მედლებით, ბუებით, სერტიფიკატებითა და სხვა სუვენირული პრიზებით დასაჩუქრდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება