6 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბში ქვიზ-ვიქტორინა „აღმოაჩინე საქართველო“ გაიმართა. თამაში 4 რაუნდისგან შედგებოდა: „რა? სად ? როდის?“ კითხვები/ სხარტულა კითხვები, ფოტო რაუნდი, გერბები და მუსიკალური რაუნდი/ეკრანიზაცია.
ტურნირში მონაწილეობა 30-მდე სტუდენტმა მიიღო. მათ ჯამში 65 კითხვაზე ითამაშეს, პირველი სამეული კი დამატებითი კითხვების შედეგად გაირკვა:
1 ადგილი - ილია ბატიაშვილი (ბიზნესის ფაკულტეტი);
2 ადგილი - ლაშა სვინტრაძე (სამართლის ფაკულტეტი);
3 ადგილი - გიორგი სახვაძე (მედიცინის ფაკულტეტი).
ინტელექტკლუბისგან თითოეული მონაწილე სერტიფიკატებით, ხოლო პირველი სამეული წიგნებით, ბუებითა და სხვადასხვა სასაჩუქრო პაკეტებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება