22 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბში 2022 წლის შემოდგომის სეზონის „რა? სად? როდის?“ ფინალური ტური გაიმართა.
სეზონის ფარგლებში ინტელექტკლუბში ოთხი თვის მანძილზე 30-მდე ღონისძიება გაიმართა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის, ფინალის წინ კი განვლილი თამაშების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
„რა? სად? როდის?“ ფინალური ტური 36 შეკითხვისგან შედგებოდა და გუნდები ერთმანეთს ორ დივიზიონში ეჯიბრებოდნენ - ALL STAR და კლასიკური.
თამაშს სტუმრის სტატუსტით ესწრებოდნენ და გამარჯვებულების გამოვლენასა და დაჯილდოვებაში აქტიურად იყვნენ ჩართული: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი; ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის ახალგაზრდული აქტივობებისა და სპორტის საკითხების კოორდინატორი, ზურაბ ქავთარია; სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ლევან ნადირაძე; საქართველოს ინტელექტკლუბის წევრი, სატელევიზიო გადაცემა „რა? სად? როდის?“ მოთამაშეები - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ქოფირაითერი, დემეტრე ქარდავა; ფილოლოგი, ბროლის ბუს მფლობელი, ბექა ხოჯავა, ტურნირს კი მუსიკალურად აფორმებდა, ბექა მანაგაძე.
სატურნირო ცხრილში ბოლო წუთამდე გაურვეველი იყო პრიზიორების ვინაობა, განსაკუთრებით კლასიკურ დივიზიონში, სადაც ერთდროულად 9 გუნდი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის და დამატებითი კითხვების სერიაც ვიხილეთ.
საბოლოო შედეგების მიხედვით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ALL STAR ლიგა
პირველი ადგილი - „ბრაჰმანების კასტა“ - მარიტა შეშელიძე; თამუნა ჩაჩხიანი; ანი მორგოშია; გიგა გოგუა; ვახტანგ სახოკია; ავთო ბიწაძე;
მეორე ადგილი - „ნიკე“ - ნანა კორტავა; თორნიკე მაჩიტიძე; ნინაკა ბერძენიშვილი; ლანა ჯიქია; გიგი მხეიძე; გიორგი გვილია;
მესამე ადგილი - „შილდი“ - გიორგი ჭაავა; გიორგი სახვაძე; ალექსანდრე ვოლოხოვი; გიორგი სარუაშვილი; გიორგი ანთაძე; საბა ხუციშვილი.
კლასიკური ლიგა
პირველი ადგილი - „არგო“ - ლიკა ჯაფარიძე; გია აბლოთია; ანა გულვერდაშვილი; დავით კაპანაძე; ნინი აბლოთია; გიორგი ბერიძე;
მეორე ადგილი - „იურისტები“ - ლაშა სვინტრაძე; ნანა მიქავა; ვერიკო ლეთოდიანი; მარიამ ციცაგი; ნუგო შარაძე; ანა ხათაშვილი;
მესამე ადგილი - „ჰიპნოზი“ - მალხაზ ქაქუთია; ანი გაგნიძე; გუგა ყალაბეგაშვილი; თეონა ბერიძე; რუსო ზარიძე; გიორგი ქვლივიძე.
ასევე გამოვლინდა გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში:
შემოდგომის სეზონის საუკეთესო მოთამაშე - ლაშა სვინტრაძე;
შემოდგომის სეზონის საუკეთესო კაპიტანი - მალხაზ ქაქუთია;
შემოდგომის სეზონის აღმოჩენა გუნდები: „აურორა“, „კოლხი მედეა“, „სნიჩი“, „აკაცუკი“, „სამართლიანობის ლიგა“.
ყველაზე განვითარებული გუნდი: „ფენიქსი“, „აკომა“.
საუკეთესო ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; მედიცინის ფაკულტეტი.
გამარჯვებულები ინტელექტკლუბისგან წიგნებით, სუვენირული ბუებით, სერტიფიკატებით, თასებით, მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდონენ. ინტელექტკლუბის პარტნიორმა ორგანიზაციამ „წიგნები ბათუმში“ გამარჯვებულებს საკუთარი პროდუქცია გადასცა საჩუქრად.
ინტელექტკლუბში აქტივობები გაზაფხულის სეზონიდან განახლდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება