პოლონეთის ქალაქ ლოძში მიმდინარე 2022 წლის ევროპულ საუნივერსიტეტო თამაშებში წარმატებით ასპარეზობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი.
ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა პირველ შეხვედრაში ნორვეგიის ეკონომიკის სკოლის გუნდი 12:0 დაამარცხა, მეორე მატჩში ფინურ ლაპეენრანტას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს 8:0 სძლია, მესამე შეხვედრაში სლოვენიური მარიბორის უნივერსიტეტი 4:0, ხოლო ბოლო მატჩში შვეიცარიული ლოზანას უნივერსიტეტი 5:4 დაამარცხა.
საბოლოოდ, CIU-მ D ჯგუფში ასპარეზობა 12 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და 21 ივლისს მეოთხედფინალში უნგრულ ბუდაპეშტის უნივერსიტეტს უპირისპირდება (Eötvös Loránd University).
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს წარმომადგენლებს ევროპულ უნივერსიადაზე!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება