გილოცავთ, CIU-ს ფუტსალის გუნდი ნახევარფინალშია!
პოლონეთის ქალაქ ლოძში მიმდინარე 2022 წლის ევროპულ საუნივერსიტეტო თამაშებში, ფუტსალში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში უნგრული ბუდაპეშტის უნივერსიტეტი 7:2 დაამარცხა.
CIU-ს მხრიდან დუბლის ავტორია ლუკა ფარცვანია, თითო გოლი კი გიორგი ჩიმაკაძის, ბექა ბექაურის, ჯანიკო გიორგაიას, გარი წერეთლის და ლევან სვანიძის ანგარიშზეა.
ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, რომელიც 22 ივლისს გაიმართება, მეტოქე კი ხორვატიული ზაგრების უნივერსიტეტი იქნება.
ერთად ვუგულშემატკივროთ ბიჭებს საჩემპიონო გზაზე!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება