21 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს „ავერსის“ წარმომადგენლები ეწვივნენ და საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრის ფარგლებში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს კომპანიაში არსებული საკადრო პოლიტიკა, დასაქმების შესაძლებლობები და უპასუხეს მათ მიერ დასმულ კითხვებს.
აღსანიშნავია, რომ „ავერსი“ აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და სამომავლოდაც გეგმავს ერთობლივ პროექტებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება