„თანამედროვე მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე“ - მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო კონფერენციაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტები მონაწილეობდნენ.
კვიპროსში, ქალაქ ლარნაკაში მიმდინარე პანელურ და ონლაინ სესიებზე პრეზენტაციები შემდეგმა მომხსენებლებმა წარადგინეს:
გიორგი ფარეშიშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი;
ეკატერინე ჭალაგანიძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი;
ლია ზამბახიძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი;
თებეა გოგისვანიძე - სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი;
ნატო კოკოლაშვილი - სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი.
კონფერენციას ნიქოზიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ: ეკონომიკური კვლევის და განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო კონფერენციაში სხვა და სხვა ქვეყნიდან 70-ზე მეტი მომხსენებელი მონაწილეობდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება