28-31 მაისს, ნიუ ორლეანში (აშშ), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო NAFSA 2024-ის გამოფენა-კონფერენციაში (NAFSA - National Association of International Educators - საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაცია).
CIU-ს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები - თამარი ლაღიძე და გიორგი ჩიგოგიძე და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - ეკატერინე ჭალაგანიძე.
NAFSA-ს კონფერენცია, რომელიც ცნობილია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული შეკრება საერთაშორისო განათლებისთვის, უნიკალურ პლატფორმას ქმნის საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პარტნიორული ქსელების გაფართოების, აზრების გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების შესასწავლად. კონფერენცია ხელს უწყობს უნივერსიტეტებს გაზარდონ საერთაშორისო თანამშრომლობა და განათლების ხარისხი.
აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, გლობალურ განმანათლებლებთან, პოლიტიკის შემქმნელებსა და აზროვნების ლიდერებთან თანამშრომლობა, მნიშვნელოვანი ფაქტორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებისა და მრავალფეროვანი სწავლების მეთოდების გაუმჯობესების მხრივ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება