17 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე პროექტის - „ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“ - პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე პროექტის შინაარსსა და დაგეგმილ ეტაპზე ისაუბრა მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიისა და პროექტის ხელმძღვანელმა, თათია ბრეგვაძემ. პროექტი მიზნად ისახავს, სტუდენტებისა და აბიტურიენტების კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას, ასევე, სტუდენტებსა და აბიტურიენტებში ცნობადობის გაზრდას ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნვეყოფისათვის სურსათის დანაკარგების შემცირების მნიშვნელობასა და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია და USAID სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ბიზნეს სერვისების კომპონენტის ხელმძღვანელი, მარიამ თევდორაძე. სპეციალური პრეზენტაციები კი წარადგინეს: Store Next Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, რითეილ კონსულტანტმა, ია ნადირაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის მრჩეველმა, ჯუმბერ მარუაშვილმა.
პრეზენტაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან ერთად, თბილისის „მწვანე სკოლის“, ვ. კომაროვის 199-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლისა და ქ. ტყიბულის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის შემდეგ სტუმრები უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს ესტუმრნენ, სადაც ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და საუნივერსიტეტო მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ წარმოებული ღვინოების დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება