26 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და რითეილ ასოციაციას ( Retail Association) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს: CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიოების ფაკულტეტის დეკანმა - მარიკა კლდიაშვილმა და რითეილ ასოციაციის ( Retail Association) გამგეობის თავმჯდომარემ - სოფიო ქაშაკაშვილმა.
მემორანდუმის მიზანია, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევებისა და ინიციატივების განხორციელების გზით.
შეხვედრაზე, მემორანდუმის ხელმომწერებთან ერთად, აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბიზნეს სერვისების კომპონენტის ხელმძღვანელმა - მარიამ თევდორაძემ მიმართა.
ამავე შეხვედრის ფარგლებში, „კომერციული გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც წიგნის ავტორებმა: მირანდა მანჯგალაძემ (რითეილ ექსპერტი) და ია ნადირაშვილმა (რითეილ კონსულტანტი) წარადგინეს.
„კომერციული გზამკვლევის“ მიზანია მეწარმეებს მისცეს პრაქტიკული რჩევები კომერციულ მოლაპარაკებებთან და გარიგებებთან დაკავშირებით, კერძოდ, კომერციული გზამკვლევი განკუთვნილია ყველა მცირე და საშუალო მეწარმისთვის, რომელთაც ორგანიზებულ საცალო მოვაჭრეებთან, ანუ რითეილერებთან თანამშრომლობის გზით, სურთ განავითარონ და გაზარდონ საკუთარი ბიზნესი. ასევე, ყველა იმ დაინტერსებულ პირთა წრისათვის, ვისაც სურს FMCG (სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების) სექტორის შესახებ შეიტყოს. აღსანიშნავია, რომ კომერციული გზამკვლევი USAID -ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, „კომერციული გზამკვლევის“ გარკვეული რაოდენობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცა, რათა სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისწავდომი იყოს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება