5 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარე „ფინანსების კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „კარიერული განვითარების გამოწვევები“.
სტუდენტებს შეხვდნენ CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები: შორენა ქურდაძე - CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ალექსანდრე ხვედელიანი - სს ,,პაშა ბანკი საქართველო” საცალო რისკების ანალიტიკოსი; სალომე სურამელი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ელმირა კუპრეიშვილი - სსიპ იუსტიციის სახლის სივრცის კოორდინატორი.
სპიკერებმა აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი კარიერული გამოცდილება და ისაუბრეს იმ უნარ-ჩვევებზე, რაც აუცილებელია დარგში წარმატების მიღწევისთვის.
შეხვედრას CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება