10 აპრილს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე მარიკა კლდიაშვილის წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - კახაბერ კორძაია; CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, პროფესორი - გიორგი აბაშიშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - მარინა გედევანიშვილი.
შეხვედრაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სამოქმედო გეგმა, ფაკულტეტზე დაგეგმილი პროექტებისა და სიახლეების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ფაკულტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, როგორებიცაა:
ასევე, შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა ფაკულტეტზე პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით დაგეგმილი პროექტების პრეზენტირება:
შეხვედრის ბოლოს, CIU-ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალსა და მოწვეულ სტუმრებს, შემაჯამებელი სიტყვით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ მიმართა.
შეგახსენებთ, რომ მარიკა კლდიაშვილი არის CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სერტიფიცირებული საერთაშორისო ბიზნეს ანალიტიკოსი IQBBA CFLBA, სერტიფიცირებული პროექტის მართვის პროფესიონალი PMP (PMI.org), სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი (Erickson Coaching International) და პროცესების მართვის ექსპერტი Lean Six Sigma, აიტი სერვისების მართვის პროფესიონალი (ITIL).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება