19 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი მარიკა კლდიაშვილი, სატელევიზიო „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული გუნდის - „ილია ბატიაშვილის ექვსეულის“ - წევრებს შეხვდა და მათ აღნიშნული წარმატება მიულოცა.
გამარჯვებული გუნდი სწორედ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისგან შედგება: ილია ბატიაშვილი, თამარ გოგოლაძე, ხატია ჟღენტი, ლუკა ქორიძე, ილია ხუციშვილი, ილია ლაბარტყავა.
მათთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის პრეზიდენტი, ბაკურ ხუბულავა.
დღევანდელ შეხვედრაზე დეკანმა და ფაკულტეტის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ნანა გადელიამ, სტუდენტებს გააცნეს ფაკულტეტის სტუდენტური სერვისები, ახალი პროექტები, დაგეგმილი კონფერენციები, საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამშრომლობის საკითხები და ბიზნეს სექტორის დამსაქმებლებთან მჭირდო თანამშრომლობის პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ბევრ სიახლესთან ერთად, იგეგმება ქართული ბიზნეს ქეისების კრებულის შემუშავება და გამოცემა, რაშიც სტუდენტები მენტორებთან ერთად ჩაერთვებიან.
ასევე ფაკულტეტის თავისუფალი სივრცის აქტივობების დაგეგმვაში აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები. იქმნება სივრცის ამბასადორი ჯგუფი, მათთან ერთად კი იგეგმება ჭადრაკისა და სამაგიდო ინტელექტუალური თამაშების კონკურსი, რაშიც სტუდენტებთან ერთად, ლექტორები და ფაკულტეტის ადმინისტრაციაც ჩაეთვება.
დასასრულს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა შეხვედრაზე დამსწრე პირებს საუნივერსიტეტო სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება