25 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა დამსაქმებელთან.
შეხვედრას უძღვებოდა „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ წარმომადგენელი, ნინო კოჟორიძე. ორგანიზაციის წარმომადგენელმა უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა, საკადრო პოლიტიკა, არსებული და დაგეგმილი ვაკანსიები ბიზნესისა და სამართლის მიმართულებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გარდა სტუდენტთა დასაქმებისა, იგეგმება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების დაორგანიზებაც, სადაც CIU-ს სტუდენტებმა მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრის ბოლოს ორგანიზაციის წარმომადგენელმა უპასუხა კითხვებს სტაჟირების პროგრამასთან და კარიერული განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება