25-26 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის - „CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პროექტი „CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის“ 1 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. გარდა თეორიული ნაწილისა, ყოველი კურსის ბოლოს პრაქტიკული ვორქშოპი იმართებოდა. პროექტი მიზნად ისახავდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის დახმარებას პროფესიული არჩევანის გაკეთების პროცესში, პროფესიების უკეთ გაცნობასა და კარიერული შესაძლებლობების გააზრებას.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ორი თვის განმავლობაში, საქართველოს ყველა კუთხიდან 1000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა. პროექტში, ასევე, მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი კლასის პედაგოგები.
ორი თვის განმავლობაში მონაწილეებს ინტერაქციული ლექცია-სემინარების ფარგლებში, (რომლებსაც სხვადასხვა სფეროს წარმატებული, პრაქტიკოსი წარმომადგენლები უძღვებოდნენ, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორიდან) ჰქონდათ შესაძლებლობა უკეთ გაეცნოთ სამართლის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის, ინგლისური ფილოლოგიის, მედიცინისა და მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიები.
პროექტში მონაწილეობისთვის აბიტურიენტებს შესაბამისი სერტიფიკატები, CIU-ს უცხოური ენების სასწავლო კურსის 2000 ლარიანი და ციფრული ტექნოლოგიების კურსის 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ. (მონაწილეები, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიაზე ვერ ჩამოვიდნენ მათთვის დამზადებულ სერტიფიკატებსა და სასწავლო კურსების დაფინანასებას ელექტრონულად მიიღებენ).
მონაწილეებს უნივერსიტეტში პროექტის ხელმძღვანელმა დავით გვეტაძემ, რექტორის აპარატმა, დეკანებმა, ფაკულტეტების წარმომადგენლებმა და სტრატეგიულ კომუნიკაციათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირადად უმასპინძლეს.
P.S. 26 აპრილის დაჯილდოების ფოტოები ალბომს დაემატება ორშაბათს, 29 აპრილს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება