Qualification Requirements for University Graduates in Health Tourism"
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) მონაწილეობს უპრეცედენტო საერთაშორისო პროექტში: "Qualification Requirements for University Graduates in Health Tourism", პროექტი დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD–German Academic Exchange Service) მიერ და მას ხელმძღვანელობს გერმანიის დეგენდორფის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (TID -Deggendorf Institute of Technology, Germany).
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად პროექტში მონაწილეობენ:
• ESPA - ევროპის სპა ასოციაცია (ბრიუსელი, ბელგია)
• ECRI (European Campus Rottal–inn)-დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტის საერთაშორისო ფაკულტეტი (პფარკირჰენი, გერმანია)
• VSE - პრაღის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი (პრაღა, ჩეხეთი)
• BMU - ბუდაპეშტის მეტროპოლიტენ-უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი)
• FTHM - რიჟეკას უნივერსიტეტი (რიჟეკა, ხორვატია)
• LU - ლვოვის უნივერსიტეტი (ლვოვი, უკრაინა)
პროექტის მიზნებია: გერმანიის, ჩეხეთის, უნგრეთის, ხორვატიის, უკრაინისა და საქართველოს სამედიცინო ველნეს& სპა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ინოვაციური განათლებისა და კვლევების მეშვეობით; ჯანმრთელობის ტურიზმის ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა; სამედიცინო ველნეს&სპა ტურიზმში ერთობლივი სასწავლო კურსებისს და სამაგისტრო პროგრამის შექმნა-განხორციელება; ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება; ყოველწლიური „საზაფხულო სკოლის“ ორგანიზება გერმანიაში, ყველა მონაწილე ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტთა და პროფესორთათვის.
ამ უნიკალური პროქტის ფარგლებში, ექვსი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით შეიქმნა ერთობლივი კურსი „Medical Wellness & Spa Management“. აღნიშნული კურსის ფარგლებში, ონ-ლაინ ლექციების ციკლი განხორციელდება 2023 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით და მოიცავს 15 თემას, რომელთაც ჩაატარებენ მონაწილე უნივერსიტეტების პროფესორები.
სპიკერებს შორისაა, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, მაია უკლება.
პროექტში ჩართულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისა და მედიცინის ფაკულტეტის 25 სტუდენტი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება