კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის IFMSA -ის (International Federation of Medical Students’ Association) წევრ, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციამ (GMSA) გაცნობითი შეხვედრა გამართა.
IFMSA (International Federation of Medical Students’ Association) არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შვილობილი საერთაშორისო, არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც მილიონზე მეტ მედიკოს სტუდენტს აერთიანებს.
IFMSA-ს ჰყავს 132 წევრი ორგანიზაცია მსოფლიოს 124 ქვეყანაში, ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (UN), სამედიცინო განათლების მსოფლიო ასოციაციასთან (AMEE) და სხვ.
საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია(GMSA) წარმოადგენს საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტებს და ფაკულტეტებს საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრას საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) პრეზიდენტი - თინათინ კუჭუხიძე უძღვებოდა.
სტუდენტებს IFMSA-ის და GMSA-ის პროგრამების, მუდმივმოქმედი და ლოკალური კომიტეტების, ასევე ბოლო წლებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უერთდება საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციას (GMSA) და სამომავლოდ აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა პროგრამებში.
CIU მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის IFMSA -ის წევრ, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციამ (GMSA) გაცნობითი შეხვედრა გამართა
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება