4 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „CIU მედიასკოლის“ მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა.
აბიტურიენტებს პირადად უმასპინძლა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნანა ამირანაშვილმა, ხოლო ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ზაზა ცოტნიაშვილმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე სულხან მელაძემ და მულტიმედია ცენტრის პროდიუსერმა, რუსუდან კვარაცხელიამ პროექტის მონაწილეები შესაბამისი სერტიფიკატებით, ციფრული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსის 1000 ლარიანი ვაუჩერითა და 5000 ლარიანი CIU CARD-ით დააჯილდოვეს.
„CIU მედიასკოლის“ ფარგლებში აბიტურიენტებს ჩაუტარდათ როგორც ონლაინ მასტერკლასები, ისე პრაქტიკული ვორქშოპები, რომლის საფუძველზეც მათ საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ ჟურნალისტის პროფესია და სფეროში არსებული გამოწვევები.
პროექტში სულ 90 აბიტურიენტი ჩაერთო. მონაწილეებს, რომლებიც ვერ დაესწრნენ დაჯილდოების ღონისძიებას, შესაბამისი ჯილდოები საცხოვრებელ მისამართზე გაეგზავნებათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება