14 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თბილისის 154-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლია თევზაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე „გზა ალქიმიიდან დიდ ფარმაციამდე“, ასევე მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ქიმიური ცდები ჩაატარა. აღნიშნულ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ასევე CIU-ს ლაბორანტი, ლიანა ჩოხელი.
სკოლის მოსწავლეებს ფარმაციის საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა CIU-ს ლექტორი, ფარმაკოლოგია-ფარმაკოთერაპიის სალექციო კურსის ხელმძღვანელი კოკა კაჭარავა, ხოლო ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის შესახებ მოსწავლეებთან მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ნანა ჯანაშიამ ისაუბრა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება