კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა, ნანა მიქავამ და სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, ნინო ცაბუტაშვილმა „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია მოიპოვეს.
12 დეკემბერს სტუდენტებს სტიპენდიის დამადასტურებელი სერტიფიკატები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ და საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელმა, როინ მიგრიაულმა გადასცეს.
„მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობით სტიპენდიაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდა: კანდიდატთა მიერ გამოგზავნილი დოკუმენტების განხილვა და კონკურსანტთა შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: კანდიდატის აკადემიური მოსწრება; კანდიდატის სამართლის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა; კანდიდატის სამოტივაციო წერილი.
CIU - ის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია მოიპოვეს
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება