კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე:
საერთაშორისო მარკეტინგის ქართულენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესაბამისი მიმართულების დოქტორის აკადემიური ხარისხი;
საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
დარგში ექსპერტული და პრაქტიკული არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
შესაბამის მიმართულებაში/დარგში ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სია და ინფორმაცია საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის შესახებ.
დამატებითი მოთხოვნები:
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, კურიკულუმის, სილაბუუსისა და პროგრამებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ცოდნა;
ინოვაციური და კრეატიული ხედვა პროგრამების განვითარებაზე;
ორგანიზაციული მართვის უნარი;
სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობების უნარი;
ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება უცხოეთში მიღებული განათლების მქონე პირს.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი სრული;
სამუშაო საათების რაოდენობა 40 სთ.
პირველი ეტაპი: საკონკურსო განაცხადების გადარჩევა.
მეორე ეტაპი: გასაუბრება.
მესამე ეტაპი: პროგრამის კონცეფციის წარდგენა.
7 დეკემბრამდე გასაუბრების დასრულება.
10-15 დეკემბრამდე საჯარო პრეზენტაცია ან ონლაინ პრეზენტაცია უცხოეთის მოქალაქეების შემთხვევაში.
15-25 დეკემბრამდე პროგრამის კონცეფციის წარდგენა.
კონკურის ვადა:
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2018 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება