5 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით ჩატარდა ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირზე - „მეტი ევროპა საქართველოში“.
ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას CIU-ის სხვადასხვა ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტი იღებდა, 4 რაუნდს მოიცავდა - „რა? სად? როდის?“, სხარტულა კითხვები, ფოტორაუნდი და მუსიკალური რაუნდი.
თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ და გამარჯვებულების გამოვლენაში აქტიურად ჩაერთნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნანა ამირანაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ალიკა გუჩუა.
საბოლოო შედეგებით ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - გიორგი ლომუაშვილი (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი); მეორე ადგილი - გიგი მხეიძე (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი); მესამე ადგილი - ნანო გელანტია, ბექა ჩომახია, ბესიკ თავართქილაძე (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
ღონისძიების პარტნიორი გახლდათ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომელმაც გამარჯვებულებს სასაჩუქრე კალათა გადასცა. პრიზიორები ასევე ინტელექტკლუბისგან წამახალისებელი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება