12 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბში „რა? სად? როდის?“ შემოდგომის სეზონის პირველი ტური გაიმართა.
თამაში 24 კითხვისგან შედგებოდა, ერთმანეთს კი CIU-ს სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 15 გუნდი ეპაექრებოდა.
გუნდები ორ დივიზიონში არიან გადანაწილებული - კლასიკური და All Star ლიგა.
პირველი ტურის შემდეგ კლასიკური ლიგის სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1 ადგილი - „არგო“, კაპიტანი - ლიკა ჯაფარიძე;
2 ადგილი - „ჰიპნოზი“, კაპიტანი - მალხაზ ქაქუთია;
3 ადგილი - „აკაცუკი“, კაპიტანი - ნიკა ახალაშვილი.
რაც შეეხება All Star ლიგას, ტური ორმა გუნდმა მოიგო და ცხრილში პირველ ადგილს „შილდი“ (კაპიტანი - გიორგი სახვაძე) და „ბრაჰმანების კასტა“ (კაპიტანი - მარიტა შეშელიძე) იყოფენ.
ჩემპიონატი 4 ტურად ჩატარდება და გამარჯვებულები სეზონის ბოლოს გამოვლინდებიან, რომლებიც ინტელექტკლუბისგან სხვადასხვა პრიზებთან ერთად, ფულად ჯილდოსაც მიიღებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება