CIU -ი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის თანამდებობაზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სასურველია ჰუმანიტარულ და/ან სოციალური მეცნიერებებში);
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
დამატებითი მოთხოვნა:
სასურველია:
- უმაღლესი განათლების სისტემის (როგორც საქართველოს, ასევე ევროპული საგანმანათლებლო სისტემების) შესახებ ცოდნა;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება;
- საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის სამუშაოს ზოგადი აღწერა:
- არსებული თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო მობილობის ორგანიზება;
- ერთობლივი საერთაშორისო პროექტების (ERASMUS + და სხვა) ადმინისტრირება;
- უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის გეგმის განხორციელებაში მონაწილეობა;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება-გაზიარება;
- საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრების ორგანიზება;
- საერთაშორისო მივლინებებსა და საქმიანი ვიზიტების ორგანიზება;
- უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სხვა აქტივობებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში.
ხელფასი: 1000 ლარი (ფიქსირებული)
გრაფიკი: სრული
კონკურსის ეტაპები:
- საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 13.12.2022 დან 23.12.2022 ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე და subject-ის ველში მიუთოთ ვაკანსიის დასახელება, მეილი: hr@ciu.edu.ge