კავკასიის საერთაშრისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი აბაშიშვილმა აფილირებული წევრის სტატუტსით მონაწილეობა მიიღო OECD INFE-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც შეეხებოდა ფინანსური განათლების შესახებ ეროვნული სტრატეგიების ანგარიშის განხილვას.
შეხვედრაზე განხილული/მიმოხილული იქნა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ფინანსური განათლების მიმართულებით. ამავდროულად, საუბარი შეეხო სამომავლო პერსპექტივებს.
მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც არის OECD/INFE ოფიციალური აფილირებული წევრი 2021 წლის ნოემბრიდან.
აფილირებული წევრის სტატუსი CIU ბიზნესის ფაკულტეტს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს OECD/INFE მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა მაღლი რანგის ღონისძიებებში, საჭიროების შემთხვევაში ჩართული იყოს სამოქმედო გეგმების, სტრატეგიების განხილვასა და დაგეგმვაში ადგილობრივ და საერთაშრისო დონეზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება