საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში ჩატარებული სტუდენტების გამოკითხვა აჩვენებს, რომ უმრავლესობას უჭირს აირჩიოს პროფესია, რადგან აბიტურიენტები არ იცნობენ პროფესიებს უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე.
აბიტურიენტის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა პროფესიის სწორად არჩევაა. იპოვო პროფესია, რომელთანაც ჰარმონიულად და ნაყოფიერად შეძლებ თანაცხოვრებას, მარტივი ნამდვილად არ არის.
გაეცნოს მისთვის სასურველ პროფესიებს, ადამიანებს რომლებიც არიან ამ პროფესიის აქტიური და წარმატებული წარმომადგენლები, ჰქონდეს შესაძლელბობა გააკეთოს გაცნობიერებული და არგუმენტირებული არჩევანი.
„CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის“ არის პროექტი, რომლის მიზანია აბიტურიენტს შესაძლებლობა მისცეს გაეცნოს მისთვის საინტერესო პროფესიებს, აქტიურად იმუშაოს მენტორებთან და გაიაზროს, რამდენად მოსწონს კონკრეტული პროფესია.
ყველა აბიტურიენტისთვის, პროექტი სრულად დაფინანსებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.
CIU წარმოადგენს ყველა იმ პროფესიულ აკადემიას, რომელიც მოქმედია უნივერსიტეტში.
თითოეულ აკადემია მოიცავს 4 განსხვავებულ მასტერკლასს პროფესიის ირგვლივ, პროექტის ფორმატი კი მორგებულია აბიტურიენტების გრაფიკზე.
მასტერკლასები ჩატარდება ZOOM-ის პლატფორმაზე, საღამოს 20:00 საათზე.
პროექტის დასასრულს აკადემიის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
CIU აკადემიების მიმართულებები:
პროექტში მონაწილეობისთვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3KlP91b
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება