კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ნოვი სონჩის ბიზნესის სკოლა - ლუის ეროვნულ უნივერსიტეტში (ნოვი სონჩი, პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კსუ-ს ბიზნესის და ტექნოლოგიების (მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების) ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით ელ.ფოსტის მისამართზე ird@ciu.edu.ge უნდა გამოგაგზავნონ შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით):
• პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
• CV (ინგლისურ ენაზე).
მონაწილეობის შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• აკადემიური მოსწრება;
• ენობრივი კომპეტენცია;
• მოტივაცია.
ინფორმაცია კონკურსის შემდგომი ეტაპების შესახებ მონაწილეებს მიეწოდებათ ელ. ფოსტის მისამართებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98, (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება