კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს X, XI და XII კლასის მოსწავლეთა მიღებას სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში - „კამათის ხელოვნება“ (ისწავლე თამაშით), V სეზონი.
„ვკამათობთ არა კამათისთვის, არამედ ვკამათობთ შედეგისთვის“.
პროექტის მიზნები: ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა თუ ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარება. ასევე, მათი სწორად გამოყენება, კომპრომისის ნახვა და შეთანხმება.
პროექტის ფორმატი:
ვკამათობთ, ვპოულობთ კომპრომისს, ვთანხმდებით;
პროექტის ტრენინგების თემატიკა:
ტრენინგი #1 - „კამათის კულტურა“
ტრენინგი #2 - „შეთანხმების დოკუმენტი“
საკამათო თემები:
თემა I: ყივჩაღების ჩამოსახლების ირგვლივ დავით აღმაშენებლის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მართებულობა თუ მცდარობა;
თემა II: მხოლოდ მოსამართლეების თუ ყველა სახელმწიფო მოხელის კეთილსინდისიერების შემოწმება უზრუნველყოფს ძლიერი სახელმწიფოს ფორმირებას;
თემა III: დავით გარეჯის პრობლემა და მისი მოგვარების ტენდენციები: საქართველოს და აზერბაიჯანის მხარეები;
თემა IV: საკუთარი ჰესების მშენებლობა თუ დამოკიდებულება უცხო ქვეყნების ელექტრო რესურსებზე.
შეფასების კრიტერიუმები:
პროექტის ხანგრძლივობა - 1 თვე (აპრილი)
მნიშვნელოვანი თარიღები:
მონაწილე სკოლათა რაოდენობა შეზღუდულია. პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება დასწრების პრინციპით დარეგისტრირებულ 30 სკოლას. რეგისტრირებული სკოლა წარმოადგენს ორ მოსწავლესა და ერთ მასწავლებელს.
პროექტის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
უძღვება ისტორიის დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - დავით კუხალაშვილი.
პროექტის ორგანიზატორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; პროექტის თანაორგანიზატორია CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
პროექტზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/qtSZ9
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი - მარინე უგულავა
ტელ: 577 211444
პროექტის კოორდინატორი - ლიკა შენგელია
ტელ: 577 588587
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება