კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას კსუ-ს სტუდენტებისათვის. სტაჟირების პროგრამა ხორციელდება სტუდენტთა კარიერული და პროფესიული უნარების განვითარების მიზნით. სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს. სტაჟირება ცხადდება CIU-ს ბიბლიოთეკაში.
კონკურსის ეტაპები:
მნიშვნელოვანი ვადები:
18 ნოემბერი - შესარჩევი ეტაპის დასრულება;
21 ნოემბერი - სტაჟირების პროგრამის დაწყება;
სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე.
სტაჟირების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ CIU-ს ყველა საფეხურის ქართულ და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: tatia.kereselidze@ciu.edu.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ „სტაჟირება ბიბლიოთეკაში“.
სააპლიკაციო დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 16 ნოემბერი, 18:00 საათი.
აღნიშნულ პროგრამას ადმინისტრირებას გაუწევს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური და პერსონალის მართვის სამსახური.
ტელ.: (+995 32) 261 12 98 (188, 220)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება