აბიტურიენტთა საკონსულტაციო ჯგუფი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია წარმოადგენს პროფესიული ორიენტაციის სატრენინგო პროგრამას.
პროგრამის მიზანია, აბიტურიენტებს დავეხმაროთ პროფესიის არჩევის პროცესის დაგეგმვასა და მართვაში, მივცეთ ცოდნა რომ გააკეთონ გააზრებული და მათთვის საუკეთესო არჩევანი.
პროექტში მონაწილეობას აბიტურიენტებისთვის აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
პროექტის ფარგლებში მასტერკლასები გაიმართება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში, საქართველოს ყველა რეგიონის აბიტურიენტებისა და მაღალკლასელი მოსწავლეებისთვის.
პროექტი 4 ეტაპისგან შედგება, იხილეთ პროექტის რუკა/სილაბუსი:
პროფორიენტაციის სატრენინგო პროგრამა X-XII
პროექტის მასშტაბი: მთელი საქართველო
პერიოდი: 22 დეკემბერი - 10 აპრილი
ეტაპი I - პროფესიის არჩევის ფაქტორები - როგორ ავირჩიოთ პროფესია?
ეტაპი II - XXI საუკუნის უნარები - „რა მინდა? რა მჭირდება?“
ეტაპი III – CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის
ეტაპი IV – როგორი სტუდენტობა გელის? - პირისპირ სტუდენტებთან
პროექტში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3G5kUZJ
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება