23 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საგანში „პროფესიული ინგლისური საერთაშორისო ურთიერთობებისთვის 1“ ღია ლექცია ჩატარდა. ფორმატი მოიცავდა მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური ამბების ფონზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების როლების მორგებას.
მოდელირება ჩატარდა ასისტენტ-პროფესორ ნანა პარინოსის ხელმძღვანელობით. აღნიშნულ მოდელირებაში მონაწილეობას იღებდნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.
ღია ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა ამირანაშვილი, დეკანის მოადგილე ეკატერინე ჭალაგანიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.
მოდელირების ბოლოს სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს ნანა პარინოსს გაწეული ღვაწლისთვის.
მოდელირებაში მონაწილე საუკეთესო ხუთეულს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან საჩუქრები გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება