15 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებით დასრულდა.
მოდელირებულ სხდომაზე მონაწილეებმა ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, საფრანგეთისა და რუსეთის ოფიციალური პირების როლები მოირგეს და განიხილეს თემა: „ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული ტერორიზმის რისკები და „ალ-ქაიდას“ ქსელი კავკასიის რეგიონში“, სხდომის დასასრულს კი რეზოლუცია მიიღეს.
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
CIU-ში გამართული ორდღიანი ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ CIU-ს „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“ და „მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრი უკრაინაში (STCU)“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება