28 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ შორენა სიგუას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „რელიგიური ფაქტორის გავლენა რეგიონული კონფლიქტის მოგვარებაში (ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მაგალითზე)“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია კაპანაძე, ოფიციალური რეცენზენტები კი - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ელისო მაჩიტიძე.
ნაშრომის დაცვისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შორენა სიგუას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება