23 დეკემბერს „სტუდენტური ცხოვრება 2022-ის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის შიდა ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
ჩემპიონატში მონაწილეობას სხვადასხვა ფაკულტეტის გუნდები იღებდნენ: „ლაზები“ (მედიცინის ფაკულტეტი, უცხოელი სტუდენტები); „ჟუგო“ (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი); „სინკოპე“ (მედიცინის ფაკულტეტი); „მიქსი" (ბიზნესის ფაკულტეტი).
ჩემპიონატის ჟიური შემდეგი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი: CIU-ის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის ახალგაზრდული აქტივობებისა და სპორტის საკითხების კოორდინატორი, ზურაბ ქავთარია; CIU-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ლევან ნადირაძე; CIU-ის მხიარულთა და საზრიანთა გუნდ „OLD BOYS-ის“ წევრი, გიორგი ხუსკივაძე, „კვნ-ის“ ხელმღვანელი, სოფო ბანძავა.
ღონისძიების ფარგლებში აუდიტორიის წინაშე მუსიკალური კომპოზიციებით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სიმღერის ანსამბლი - „კავკასიელი“ (ხელმძღვანელი - ბეჟან წინწალაშვილი).
ჩემპიონატი სულ 2 ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ეტაპის შემდეგ გუნდი „ლაზები“ დაწინაურდ, მაგრამ ფინალში „ჟუგომ“ საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა და ტურნირის გამარჯვებაც მოიპოვა.
პირველი ადგილი - „ჟუგო“;
მეორე ადგილი - „მიქსი“;
მესამე ადგილი - „სინკოპე“;
მეოთხე ადგილი - „ლაზები“.
გამარჯვებულ გუნდს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან 1000 ლარი გადაეცემა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება