23 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მწერალ გურამ ოდიშარიასთან შეხვედრა გაიმართა თემაზე: „გამარჯობა სოხუმო“.
შეხვედრის დაწყებამდე სტუმარსა და შეკრებილ აუდიტორიას CIU-ს რექტორი, კახაბერ კორძაია და რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი მიესალმნენ.
მწერალმა შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილა აფხაზეთში ცხოვრების პერიოდი, ომი და ლიტერატურის როლი კონფლიქტებში. ასევე, განიხილა საკუთარი შემოქმედება, რომელიც ძირითადად ომის ადამიანურ განცდებს ასახავს.
მოგვიანებით აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მწერლისთვის კითხვები დაესვა და საინტერესო დისკუსიაც გაემართა.
ამავე დღეს, უნივერსიტეტის ფოიეში, აფხაზეთის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება