16 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ჩატარებული სხვადასხვა პროექტის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
დღე სტრატეგიული კომუნიკაციის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოებით დაიწყო. პროექტში, რომელიც 2-დან 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდა, CIU-ს პირველი და მეორე კურსის სტუდენტები მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში, მათ მიიღეს საბაზისო ცოდნა კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნის, კომუნიკაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და უშუალოდ კომუნიკაციის პროცესის მენეჯმენტის მიმართულებით. პროექტის მონაწილეები უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით გვეტაძემ სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
ამავე დღეს გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „მედიცინის სკოლა აბიტურიენტებისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება. პროექტი 6 მასტერკლასისგან შედგებოდა, რომლებსაც CIU-ს მედიცინის ფაკულტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციების პრაქტიკოსი ექიმები/პროფესორები უძღვებოდნენ.
პროექტის მონაწილეები უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მაგდა თორთლაძემ სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
ამავე ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ესსეების კონკურსის გამარჯვებულები. პროექტში პირველი ადგილი დაიკავა ნუცა ლონდარიძემ (თბილისი, სკოლა „ლილე“), მეორე ადგილზე გავიდა თამთა პაპიძე (რუსთავი, N2 საჯარო სკოლა), ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა მეა სივსივაძეს (თბილისი, N107 საჯარო სკოლა).
გამარჯვებულები პროექტის ხელმძღვანელმა, მარინე უგულავამ სერტიფიკატებით, წიგნებითა და უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება