16 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ,,პირველ მეღვინეთა ცხოვრება".
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა, CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, ოლან გოცირიძე და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, დავით მაღრაძე.
სპიკერებმა, ფარავნის გეოარქეოლოგიური პროექტის ხელმძღვანელმა, ლანდშაფტის არქეოლოგიის მკვლევარმა ნინო პატარიძემ და არქეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნეოლითის მკვლევარმა დიმიტრი ჟვანიამ CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს, პრეზენტაციის სახით, ნეოლითური სამყაროს არქეოლოგიური ექსკურსი წარუდგინეს.
შეხვედრაზე სასაუბრო ძირითად საკითხებს წარმოადგენდა: არქეოლოგია, როგორც ხელოვნება; საქართველოს ტერიტორიაზე პირველი კულტივირებული ყურძნის აღმოჩენის ადგილები; პირველ მეღვინეთა და მიწათმოქმედთა დასახლება; ალიზის არქიტექტურა; პირველ მეღვინეთა საყოფაცხოვრებო ნივთები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება