4 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობაში „CIU-ს ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის“ მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა.
აბიტურიენტებს ფაკულტეტის კამპუსში ტურზე პირადად უმასპინძლა პროექტის მენეჯერმა ლაშა ბოდაველმა და პრიზიორები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ბეჭდიანი დიპლომებით დააჯილდოვა.
პროექტის მონაწილეები CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა ოლან გოცირიძემ და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვეტაძემ შესაბამისი სერტიფიკატებით, ციფრული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსის 1000 ლარიანი ვაუჩერითა და 5000 ლარიანი CIU CARD-ით დააჯილდოვეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება