5 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტში კომპანია "Curaden"-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ITOP (Individually Trained Oral Profilaxis)-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, ლელა წიტაიშვილმა უმასპინძლა.
ITOP ევროპის პაროდონტოლოგთა ასოციაციის პროდუქტია და მისი მიზანია საზოგადოებითვის პირის ღრუს ჰიგიენის სწავლება და პროპაგანდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტები , რომლებმაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია პირის ღრუს დაავადებების პრევენციის თანამედროვე სტრატეგიის, მეთოდებისა და საშუალებების შესახებ. საჩუქრად მიიღეს კომპანია "Curaden"-ის პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებები და გაეცნენ მათი სწორად და ეფექტიანად გამოყენების პრაქტიკულ დეტალებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ITOP-თან თანამშრომლობის მიზანია სტუდენტებმა უნივერსიტეტშივე შეისწავლონ, რამდენად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა და ჰიგიენა, მიღებული ცოდნა კი გამოიყენონ ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში, გაუზიარონ პაციენტებს პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნების თანამედროვე მეთოდები და საშუალებები ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილისთვის.
შეხვედრას უძღევებოდა კლინიკა „დენსის" ექიმი-პაროდონტოლოგი, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის (Geoperio) ბორდის წევრი, iTOP ტრენერი, პროექტ „პერიო&კარდიოს" ხელმძღვანელი, ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის (EFP) წევრი - ანი თავართქილაძე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება