26-30 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის „კანის ლომების“ (Cannes Lions International Festival of Creativity) შიდასაუნივერსიტეტო შესარჩევი კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტთა გუნდები.
კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, სადოქტორო პროგრამის სტუდენტების, უჩა გოგიძისა და ანა მარუაშვილის შემადგენლობით, რომლებიც უნივერსიტეტის სახელით და მისი მხარდაჭერით, მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე, „კანის ლომების“ საერთაშორისო ფესტივალზე მოსახვედრად.
ცნობისთვის, აღნიშნული ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ყოველწლიური მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში, რომელიც სათავეს 1954 წლიდან იღებს. ფესტივალის სიმბოლოა ლომი, პირველობისთვის კი იბრძვიან მსოფლიოს პროფესიონალები სარეკლამო სამყაროდან.
კონკურსის ფინალი საფრანგეთის ქალაქ კანში 17-21 ივნისს გაიმართება.
აღნიშნულ ფესტივალში წელს პირველად მიეცათ მონაწილეობის შესაძლებლობა სტუდენტურ გუნდებს, ჯამში კი ფინალურ ეტაპზე 70-მდე ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება