12 ოქტომბერს,16:30-ზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი ,,იბერია’’გიწვევთ ესპანეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე.
ყოველი წლის 12 ოქტომბერს ესპანეთში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს Día de la Hispanidad აღნიშნავენ.
ეროვნული სიამაყისა და ზეიმის საბაბი გახდა 1492 წელს სწორედ ამ დღეს, კრისტოფერ კოლუმბისა და მისი თანმხლები ამალის კუნძულ გუანაჰანიზე ჩასვლა, რამაც ისტორია სამუდამოდ შეცვალა. “ახალი სამყაროს" აღმოჩენით დაიწყო ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული თუ კულტურული ხიდის შენება ესპანეთსა და ამერიკის ხალხებს შორის, რომელიც დღემდე გრძელდება. ეს ისტორიული მოვლენა ესპანეთში მე-19 საუკუნის ბოლოდან აღინიშნება. მისი სახელი დროთა განმავლობაში იცვლებოდა.
ჩვენი ესპანურენოვანი ლექტორი უგო სალვადორ ასევესი (წარმოშობით მექსიკელი) წარმოადგენს მოხსენება-პრეზენტაციას:Día de la Hispanidad en español, ასევე გაგვიზიარებს ინფორმაციას ესპანეთსა და მექსიკის კავშირზე, კულტურაზე და ამ ორ ქყვეყანაში ცხოვრების გამოცდილებაზე. გელოდებით იბერიის ყველა მსურველ წევრს. მე-8 სართული, 83 ოთახი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება