13 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შრომის სამართლის ტრენინგკურსი წარმატებით დასრულდა.
კურსს უძღვებოდა ეკონომიკის დოქტორი და საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონ საქართველოს" იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჯოლია, რომელმაც თითოეულ მონაწილეს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
10 საათიანი კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელ კანონმდებლობასა და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პერსონალური მონაცემების დამუშავება, სრული და არასრული სამუშაო განაკვეთი, შრომის შინაგანაწესის მნიშვნელობა, ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურების წესი, შვებულება, დეკრეტული შვებულება, კოლექტიური შრომითი ურთიერთობა და მასობრივი დათხოვნა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ( CIU Career Development Service•კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახური) აქტიურად გეგმავს და ახორციელებს ტრენინგკურსებს სხვადასხვა მიმართულებით.
პარალელურად, დაგეგმილია შრომის სამართლის ტრენინგკურსის პერიოდულად ჩატარება.
აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია წინასწარ დაანონსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება